28 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ანიმაციური ფილმების ფესტივალი - "ზოლემია" ქართული ფილმია, რომელიც წელს საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა

კინოთეატრი "ამირანი" უკვე მეოთხედ, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. მაყურებელს საშუალება ექნება 46 ქვეყნის 190-ზე მეტი მულტფილმი დიდ ეკრანზე იხილოს.

ფილმების ჩვენების გარდა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ციფრული ვიზუალური ხელოვნების გამოფენა და სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორთან ჩატარდება მასტერკლასები.

წლევანდელ ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ 1 ანიმაციური კინოსურათი, სახელწოდებით "ზოლემია" იქნება წარდგენილი, რომელიც ნებისმიერი ასაკის მაყურებლის გემოვნებაზე არის მორგებული.

დღის ამბები