28 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ოკუპანტებმა სოფელ ჩორჩანადან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების მორიგი გატაცების ფაქტი - შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ტყეში მოხდა. ვალერი გაგნიძე და ზაზა მელიქიშვილი მაშინ დაიჭირეს, როდესაც ისინი სხვა თანასოფლელებთან ერთად ტყეში ოჯახისთვის შეშას ამზადებდნენ.

მომხდარს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დღის ამბები