28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის სიის ოთხმა წევრმა პარტიის რიგები დატოვა​ და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა

"ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის სიის ოთხმა წევრმა პარტიის რიგები დატოვა. ისინი "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ.

მათი განცხადებით, თავიდანვე ემიჯნებოდნენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ახლა, როცა ლაცაბიძესა და კირკიტაძეს შორის დადგა არჩევანი, ნინო ლაცაბიძის საარჩევნო პარტიას შეუერთდებიან მხარდასაჭერად.

"გვაქვს არჩევანი კირკიტაძეს და ლაცაბიძეს შორის, კირკიტაძემ დაადასტურა ქმედებებიდან, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სათავისოდ გამოიყენა ყველაფერი. მისი მთავარი მიზანია ქალაქი რუსთავი ისევ ხელში ჩაიგდოს,"- აცხადებს ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი. 

დღის ამბები