28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
"დაველოდოთ ჯოგური იმუნიტეტის შექმნას ქვეყანაში და თუ დავემსგავებით ჯოგს, შეიძლება გადავურჩეთ მაშინ" - ხათუნა ზახაშვილი​ ვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ სანამ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინით ჩამოყალიბებული კოლექტიური იმუნიტეტი, ეპიდვითარება მძიმედ დარჩება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ზახაშვილის თქმით, მოსახლეობამ ჯოგური იმუნიტეტი უნდა გამოიმუშავოს.

"ეს დაავადება 15-20%-ში იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ საჭიროებენ ადამიანები ჰოსპიტალიზაციას. დაახლოებით 5%-ში ან ცოტა მეტში ინტენსიურ თერაპიას და სამწუხაროდ, 1,5%-2%-ისთვის ეს დაავადება იქნება მომაკვდინებელი. ასე გააგრძელებს ეს დაავადება სვლას, ვიდრე ვაქცინით ჩამოყალიბებული კოლექტიური იმუნიტეტი არ იქნება ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა დაველოდოთ ჯოგური იმუნიტეტის შექმნას ქვეყანაში და თუ დავემგვანებით ჯოგს, შეიძლება გადავურჩეთ მაშინ," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

დღის ამბები