28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"ტრაგედიაა ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება, უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის" - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ მძიმეა - სპეციალისტები მოსახლეობას  ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და არსებული ტემპების გათვალისწინებით არასახარბიელო პროგნოზებზე საუბრობენ. მათი თქმით, აცრის ამ მაჩვენებლებით ქვეყანაში პანდემია ვერ დასრულდება და ახალი ტალღა ყოველ ორ თვეში იქნება.

"ვაქცინაციის გარდა ამ პანდემიას სხვა ვერაფერი ვერ შეაჩერებს. დღესაც, სამწუხაროდ 45 ადამიანის გარდაცვალებაა, ტრაგედიაა ეს, ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება. ამიტომ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. დღეს 200-მდე სკოლა იმ 2000 სკოლიდან გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, იმიტომ, რომ სკოლაში ვრცელდება. ახალი ტალღები ყოველ 2 თვეში გვექნება. ცოტა ახლა დაიკლებს, მერე ისევ მოიმატებს და სამწუხაროდ გვექნება ასეთი ცუდი გამოსავალი," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები