28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
60 წელს გადაცილებული ადამიანები საბჭოთა კავშირში არიან ნაცხოვრები, სხვა აცრების გამოცდილებაც აქვთ, ე.ი. მაინცდამაინც დაძალებას მიჰყვებოდა ეს ხალხი - დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის ვახტანგ გადელიას განცხადებით, მას აკვირვებს, რომ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. 

მისი თქმით, საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდათ ვაქცინაციის გამოცდილება და ვარაუდობს, რომ იმ პერიოდისთვის ვაქცინაციისადმი დამყოლობა იმით იყო გამოწვეული, რომ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას არ ითვალისწინებდა. 

"ეს ძალიან მადარდებს და მაოცებს კიდევაც - ის ხალხი, ასაკში მყოფი ადამიანები, რომელთაც სხვა აცრების გამოცდილებაც აქვთ, ეს ყველა ხალხი არის საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები ხალხი, ე.ი. მაინცდამაინც დაძალებას მიყვებოდა ეს ხალხი, როდესაც შენი პასუხისმგებლობა უკვე შენზეა დამოკიდებული და შენი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ადამიანმა შენი სახელმწიფო შენად იგრძნო, ეს პასუხისმგებლობა არ აღმოაჩნდათ,"-აცხადებს დავით გადელია. 

დღის ამბები