28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
საქართველოში NATO-ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის წარმოება იწყება - საწარმოს გახსნას პრემიერიც დაესწრო

საქართველოში NATO-ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის, ჯი 4-ის წარმოება იწყება. საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, "დელტას" ბაზაზე ქართულ-ებრაული საწარმო "დელტა სი-ეი-ეი" უკვე გაიხსნა, რომელიც ადგილზე NATO-ს ​ სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებს.

ქართულ-ებრაული საწარმოს გახსნას საქართველოს პრემიერ მინისტრი და თავდაცვის მინისტრიც დაესწრნენ.

"ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე დავიწყეთ, ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვულოცავ „დელტას“ და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი იქნება ადგილზე წარმოებული. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვულოცავ ყველას ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას“,- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები