კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას 2025 წლამდე “ქამრების შემოჭერისკენ” მოუწოდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანახმად, ქვეყანა საკვების ნაკლებობას განიცდის, ამიტომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მანამ, სანამ ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის, მოსახლეობამ ნაკლები უნდა ჭამოს.
ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს, კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩაკეტა, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით ქვეყანაში სურსათზე მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება ვერ ხდება.