28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ერონული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება, ხოლო დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

28 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი:

გაგრა +17 გრადუსი - უმეტესად მზიანი

სოხუმი +17 გრადუსი - მზიანი

ზუგდიდი +17 გრადუსი - უმეტესად მზიანი

მესტია +10 გრადუსი - მზიანი

ფოთი +17 გრადუსი - უმეტესად მზიანი

ბათუმი +17 გრადუსი - უმეტესად მზიანი

ოზურგეთი +18 გრადუსი - უმეტესად მზიანი

ქუთაისი +17 გრადუსი - მზიანი

ამბროლაური +16 გრადუსი - მზიანი

ახალციხე +15 გრადუსი - მზიანი

ბორჯომი +15 გრადუსი - მზიანი

ბაკურიანი + 9 გრადუსი - მზიანი

გორი +16 გრადუსი - მზიანი

ცხინვალი +14 გრადუსი - მზიანი

სტეფანწმინდა +12 გრადუსი - მზიანი

გუდაური + 7 გრადუსი - მზიანი

თელავი +14 გრადუსი - მზიანი

რუსთავი +16 გრადუსი - მზიანი

თბილისი +16 გრადუსი - მზიანი

1 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება, დანარჩენ დღეებში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

1 ნოემბრიდან კი ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს.

დღის ამბები