28 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
როდესაც ამ მასშტაბის მხარდაჭერა გაქვს, რა დაშინებაზეა საუბარი?! ამ შეკრებაზე იყო მუხტი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, ოპონენტების კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ აქციაზე დაშინებით არავინ ჩამოუყვანიათ და ეს იგრძნობოდა იმ მუხტში, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე იყო. 

"ჩვენ გვყავს პარტიის 40 000 წევრი, გარდა ამისა, ბოლო არჩევნებში მხარი 825 000-მა ამომრჩეველმა დაგვიჭირა. როდესაც ამ მასშტაბის მხარდაჭერა გაქვს, იქ რა დაშინებაზე საუბარი. რაც შეეხებათ საჯარო მოხელეებს, ამ შეკრებაზე, წარმოდგენილები იყვნენ რა თქმა უნდა, როგორც არამოხელეები, ასევე არამოხელეები და თანაფარდობა კი შესაბამისი იყო. საჯარო მოხელეების წილი ამ აქციაზე საკმაოდ მცირე იყო. ამ შეკრებაზე იყო მუხტი, რაც ყველამ დაინახა. ხელოვნურად შეიძლება ვიღაც ჩამოიყვანო, მაგრამ მუხტს ვერ შექმნი ხელოვნურად,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები