28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
საგანგაშო ვითარება პედიატრიულ კლინიკებში და მძიმე ნოემბრის მოლოდინი - ციციშვილის საავადმყოფოში დღეში 20 COVID-ინფიცირებული ბავშვი გადაჰყავთ

დღეს საერთო ინფიცირებუთა 15% ბავშვი ან მოზარდია. მარტო ციციშვილის პედიატრიულ კლინიკაში დღეში 20 COVID დადასტურებული ბავშვი შეჰყავთ. განყოფილებაში პაციენტების დიდი ნაწილი ერთ წლამდე ასაკის ჩვილები არიან.

6 200 გადასცდა კლინიკებში პაციენტების რიცხვი. ინფიცირებულთა 20%-ის ჯანმრთელობა მძიმეა. კლინიკების დიდი ნაწილი უკვე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.

ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლების ფონზე, ექიმები ეპიდსიტუაციის გაუარესებას ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ პანდემიის შესუსტება, მხოლოდ ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი.

ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარებული აცრების ტემპი ისევ დაბალია. თუ მომდევნო 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 20 ათასამდე ადამიანი აიცრება, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილი იქნება. ჩატარებული აცრების რაოდენობით, დღეს ამ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს, თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი და აჭარაა. ნაკლები აქტიურობაა საზოგადოების მხრიდან ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. 

იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, მოზრდილის მოსახლეობის 32,6% -ია ვაქცინირებული. 

დღის ამბები