28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ღირებულებების ომი" - რა მიზნით გამოვიდა ათეულობით ათასი ადამიანი თავისუფლების მოედანზე

რესპუბლიკის მოედანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა შეკრება დღის პირველ ნახევარში დაიწყეს. სწორედ დედაქალაქის ცენტრალური მოედანი იყო ის წერტილი, სადაც ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა ნაკადები ერთმანეთს შეურთდა. 15:00 საათისთვის, შეკრებილები, მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.

მსვლელობისას ისმოდა შეძახილები. მთავარ მოედანზე თავი მმართველი პარტიის მომხრეებმა სხვადასხვა რეგიონიდან მოიყარეს.

მხარდამჭერების აქტიურ მობილიზებას დღეს, მმართველი პარტიის ლიდერებმა კიდევ ერთი გამარჯვება უწოდეს. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათასობით მომხრე "ქართული ოცნებისთვის" პირდაპირპროპორციულია მე-2 ტურში მოსალოდნელი გამარჯვების, თუმცა, მოწოდებები არჩევნებზე აქტიურობისკენ მაინც ისმოდა.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ შეკრებით "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო აქტივობა შეაჯამა და ახლა მხარდამჭერებს უკვე საარჩევნო ყუთებთან ელოდება.

დღის ამბები