28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ამ წუთიდან, უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე და რეანიმობილის მომსახურებაზე" - რას მოითხოვს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობასთან დაკავშირებით ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე უარს აცხადებს. ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა, ცოტა ხნის წინ, მისმა ადვოკატმა წაიკითხა - მსჯავრდებული შეხვედრების ოთახისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას მოითხოვს.

როგორც წერილშია აღნიშნული, მას არ ეძლევა საშუალება, ადვოკატს წერილები გადასცეს. 

"ამ წუთიდან, უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანიმობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება. სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება,"- ნათქვამია მიხეილს სააკაშვილის წერილში. 

დღის ამბები