28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ექსპერტი მამუკა არეშიძე დაიკითხა

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის 2 მოწმე დაიკითხა. სხდომას ესწრებოდა საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი ორი წევრი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებსაც ბრალად საქართველოს საზიანო მოქმედებას ედავებიან.

"შუალედური დასკვნა, რომელიც ამ კომისიამ გააკეთა, გადაიქცა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების საგნად. შუალედური დასკვნით დავთ გარეჯი ცალსახად აზერბაიჯანული ტერიტორიაა. ჩემი საპრეტენზიო ნაწილი არის ხელისუფლებების პოლიტიკური გადაწყვეტილება,"- აცხადებს კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

დღევანდელ პროცესზე, ერთ-ერთი, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა მამუკა არეშიძე იყო, ექსპერტი, რომელიც საზღვრების შეთანხმების პროცესს, წლებია აკვირდება.

"ჩემთვის საერთოდ ბრალიც არ უნდა წაეყენებინათ და არც უნდა დავეკავებინე, ნორმალურად მაგიდასთან შეიძლებოდა ეს საკითხი განეხილათ. მაგრამ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში ბრალი უნდა დაედოთ ვიღაცისთვის. მე ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ, ასევე დარწმუნებული ვარ კომისიის მუშაობაში, რომ ყველაფერი ნამდვილად მართლზომიერად იყო გაკეთებული,"- აღნიშნავს ბრალდებული, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი.

დღის ამბები