28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
"აღარ გვინდა ძალადობა... არა მწამებლებს!" - "ქართული ოცნების" შემაჯამებელ შეკრებას ცნობადი სახეები შეუერთდნენ​

"ქართული ოცნების" შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შეუერთდნენ. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა განმარტეს, თუ რა მოტივით მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.

"მინდა რომ იყოს სიმშვიდე, აღარ გვინდა ეს არეულობა, იმიტომ რომ ჩემმა თაობამ არეულობა გავიარეთ, ახალგაზრდებმა კიდე არ იციან. აღარ გვინდა, დავიღალეთ. შეცდომებიც არის, ვინც აკეთებს, ის უშვებს შეცდომებს, მაგრამ ამ გუნდის მთავარი არის ის და ყველაზე ძალიან რაც გვიხარია, რომ ადამიანი თავისუფლად არის, არ ემუქრება მას დაჭერა, გადაფორმება თავისი ქონების და ა.შ." - აღნიშნა მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის თქმით, საზოგადოება ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მომხრეა და თავისუფლების შეზღუდვას არ დაუშვებს.

"აქ არის უამრავი ახალგაზრდა. 21-ე საუკუნეა, დღეს ფულზე ვერ იყიდი. ამდენ ხალხს ფულით ვერ მოიყვან აქ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანობა, უნდა დასრულდეს კოჰაბიტაცია და 30-ში უნდა ვიზეიმოთ.

არა მწამებლებს! მე ამიტომ მოვედი აქ," - განაცხადა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა.

დღის ამბები