28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
მე სახლში ერთ პატარა მეგრელ გოგოს ვზრდი... ქართველ დედებს არ გვეკადრება ბავშვებს დავუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ, მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მიმართა და, მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის სხვაობა შეახსენა.

მან მოუწოდა დედებს, რომ შაბათს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მივიდნენ. 

"მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი პატარა გოგო. მასავით პატარა გოგოები და ბიჭები, საუბედუროდ, არის ასეულობით ათასი ქვეყანაში დევნილი, საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან. რომ არა ეს უბედურებები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთში, სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნენ. მე მოვუწოდებ ყველა დედას, შაბათს არჩევნებზე მივიდეთ, ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ამ ბავშვებს დავუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა ისეთ  გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა, ერთ

მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი, მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ის ხალხი, ხელისუფლება, რომელმაც, თუნდაც ერთი მაგალითი კმარა, რომ ეს ძალა დავახასიათოთ - "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ მსოფლიოში ყველაზე ე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენს შვილებს არა რაიმე პოლიტიკური განცხადება, პოლიტიკური პრანჭიაობა, არამედ სასამართლო ვერდიქტი რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან და ომი არის ცუდი, რომ დევნილები უნდა დავბრუნდეთ, რომ ჩვენი შვილები იქ, თავიანთ თანატოლებთან უნდა დაბრუნდნენ. ამისათვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.

რა კავშირი აქვს ამას შაბათის არჩევნებთან? კავშირი არის მარტივი - იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის სიყალბე, ქართველთმოძულეობა, ადამიანთმოძულეობა, ფსევდოევროპელობა და მე-2 მხარეს არის გულწრფელი ძალა,"- აცხადებს წულუკიანი.

დღის ამბები