28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"სააკაშვილო გამოიხედე საკნიდან..." - წულუკიანი მსჯავრდებულ პრეზიდენტს მიმართავს

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციიდან საპატიმროში მყოფ მსჯავრდებულ მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

თეა წულუკიანმა მხარდამჭერებს შეახსენა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სააკაშვილისა და მისი ყოფილი ხელისუფლებისადმი.

"მე მინდა შევახსენო ყველას, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ჩვენ, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. 

ხომ ბევრს გეგონათ ჩვენი მხარდამჭერებო, თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არაა - უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები