28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"ქართული ოცნება" უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს, "ქართული ოცნება" უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. 

კახა კუჭავამ დევნილ მოსახლეობას მმართველო პარტიის სახელით გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრების პირობა მისცა. 

"შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ წინსვლას და რეფორმებს. მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ოკუპაცია, მე მინდა მინდა მივესალმო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და დავპირდე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ერთიანობით. ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთო, მსოფლიოში გამორჩეული ისტორიის, კულტურის, რწმენისა და ევროპული მომავლის მქონე ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს "ქართული ოცნება" უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა,"- განაცხადა კახა კუჭავამ. 

დღის ამბები