28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
სკვერების რეაბილიტაცია, ფარეხების დემონტაჟი, ფართების დაკანონება - თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

თბილისის მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ უკვე განხორცილებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის, ისტორიული უბნების რესტავრაციის დასრულებულ პროექტზე. სამომავლოდ, დაგეგმილია 15 სკვერის რეაბილიტაცია-მოწყობა.

ფარეხების დემონტაჟის პროექტის ფარგლებში კი, მოეწყობა მცირე რეკრეაციული სივრცეებიც.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, გრძელდება საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესიც. ასევე თბილისის მერია პირველი ნოემბრიდან იწყებს რეგისტრაციას პროგრამის ფარგლებში "ისწავლე და დასაქმდი", რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

დღის ამბები