იტალიის კუნძულ სიცილიაზე წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ კატანიაში წყალდიდობამ საავტომობილო გზები და სახლები დააზიანა, დაიხურა სკოლები.
ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, სიტუაცია კრიტიკულია.