28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ საქართველოში შესვლაზე ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს.

"ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. თბილისის აეროპორტში არ შემიშვეს. არც კი ამიხსნეს მიზეზი. გამომართვეს პასპორტი, გადასცეს ის ეკიპაჟის მეთაურს. მე ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვედი, თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში,"- წერს გრუშოვეცი "ფეისბუქში".

ადვოკატის თქმით, ბორტგამცილებელმა მას "დეპორტირებული მგზავრი" უწოდა. "ახლა კიევში პასპორტის გარეშე ვბრუნდები,"- აცხადებს ადვოკატი.

 

 

დღის ამბები