28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
"ქართული ოცნება" მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება - ვის მოჰყავს წალენჯიხელები თბილისში და რა კავშირი აქვს მას "ვარდების რევოლუციასთან" 

"ქართული ოცნება" ხვალინდელი მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება. თბილისში რეგიონებიდან მორიგ საავტომობილო კოლონებს ელოდებიან. მმართველი პარტია ხვალინდელ შეკრებას აქციას არ არქმევს, ხვალ "ოცნება" 2021 წლის საარჩევნო კამპანიას ასრულებს.

18 წლის შემდეგ გოგი კვარაცხელია წალენჯიხიდან თბილისამდე გზას კიდევ ერთხელ, იმავე მიზეზით გაივლის, მან რეგიონიდან მოქალაქეები დედაქალაქში შეკრებაზე უნდა ჩამოიყვანოს. "ვარდების რევოლუციის" დროს გოგი კვარაცხელია იმ ავტობუსს მართავდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იჯდა და რომელიც წალენჯიხიდან თბილისამდე მომავალ ავტოკოლონას მოუძღოდა. დღეს ის სხვა მანქანით თუმცა ისევ ავტოკოლონასთან ერთად მგზავრობისთვის ემზადება. წალენჯიხელები, რომლებიც გოგი კვარაცხელიასთან და სხვა ადგილობრივებთან ერთად ხვალინდელ ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავენ, ამბობენ, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობენ

თბილისში "ქართული ოცნება" იმ საარჩევნო შეხვედრებს შეაჯამებს, რომლებიც რეგიონებში უკვე ჩატარდა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმ 20 მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, რომლებშიც სამ დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ხვალინდელი ღონისძიებით მმართველი ძალა საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაასრულებს. 3 დღეში კი ქართული ოცნების მხარდამჭერები საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს საარჩევნო ყუთთან გააკეთებენ.

დღის ამბები