28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოპონენტებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებაში ადანაშაულებს - რა პასუხი აქვს ოპოზიციას

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტია მისი მთავარი კონკურენტის "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე საუბრობს. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს.

"ოცნების" ბრალდებასთან დაკავშირებულმა შეკითხვამ, დღეს ნიკა მელიას გაღიზიანება გამოიწვია. მერობის კანდიდატმა თავდაპირველად პასუხის გაცემა არ ისურვა, თუმცა რამდენიმე წუთში განმარტა, რომ სააკაშვილის საკითხი მოქალაქეებთან შეხვედრის მთავარი თემა არაა.

ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა, გამორიცხეს ნაცმოძრაობასთან საარჩევნო ალიანსში მყოფმა სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებმაც. პოლიტიკოსების თქმით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე მათი პრიორიტეტი სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმართვაა.

​კოლეგების გულწრფელობის არ სჯერათ "გირჩში". პოლიტიკურ ცენტრში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირება, როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ოცნების" ინტერესებში შედის.

ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კამპანიის საქმეზე ორიენტირებულად შეფასებას, აბსურდულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები ნაცმოძრაობას უახლოეს წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ პარტია და მისი პატიმარი ლიდერი ხელისუფლების ცვლილების გზად, მხოლოდ ქაოსურ სცენარს განიხილავს.

რა გავლენას მოახდენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არჩევნების შედეგზე, 30 ოქტომბერს გახდება ცნობილი. პატიმარი ექს-პრეზიდენტი უკვე ოცდამეექვსე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.

დღის ამბები