28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
უკრაინელი მოწმე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ასახელებს

უკრაინელი მოწმე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ასახელებს - ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, მოწმემ ბერლინში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო.

მოწმის თქმით, მკვლელი, ვინმე ვადიმი, მისი ქვისლია. ჩვენებაში უკრაინელმა მოწმემ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია.

სამი თვის წინ ხარკოველი მოწმე სხვა ჩვენებას აძლევდა - ამბობდა, რომ არ იყო დარწმუნებული, თითქოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი ნათესავი იყო.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს აგვისტოში ბერლინში მოკლეს. ამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში გერმანიის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ.

დღის ამბები