28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
მესამე სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს კონსილიუმის და სახალხო დამცველის რეკომენდაციები

მესამე სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს კონსილიუმის და სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.

ტექსტი მოიცავს ომბუდსმენის შეფასებასაც,რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის იმ დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც მერვე საპატიმროს გვერდით, ერთ სივრცეში მდებარეობს, გარკვეულ რისკებს უკავშირდება.

დღის ამბები