28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
რატომ არ არის რეანიმატოლოგი გლდანის პენიტენციურ კლინიკაში - თამარ გაბუნიას განმარტება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "დღის კურიერის" ეთერში განმარტავს, თუ რატომ არ არის რეანიმატოლოგი გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში. 

"რეანიმატოლოგების რესურსი ჩვენ მთლიანად წამოვიყვანეთ სამოქალაქო სექტორში, კოვიდის პანდემიის დროს. 

ჩვენ არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ რეანიმატოლოგები იქ დაგვეტოვებინა. დღეს უკვე მომზადებული და მობილიზებულია რეანიმატოლოგების ჯგუფი და მზად არიან როდესაც გახდება საჭირო ჩაერთონ პროცესებში. არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ცარიელ ოთახში ყოფილიყო რეანიმატოლოგი როდესაც მე მივედი იქ ან როდესაც მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. 

ჩვენს წინაშე დგას ორმაგი პასუხისმგებლობა: ერთი მოშიმშილე პირის მიმართ და მეორე სამედიცინო პერსონალის მიმართ ვინც იქ მიდის, რომ იყოს იქაურობა აღჭურვილი. 

დიახ, ეს კლინიკა ნამდვილად არის მრავალპროფილური, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონსილიუმის დასკვნა რა სპეციალიზებული დახმარების აღმოჩენაა საჭირო," - განაცხადა თამარ გაბუნია. 

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ კვირას, 24 ოქტომბერს, როდესაც პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს შესამოწმებლად გლდანში საავადმყოფოში იმყოფებოდა, მას კლინიკაში რეანიმატოლოგი არ დახვდა, ბურჯანაძის განმარტებით არც სხვა თანამშრომლებს ჰქონდათ ინფორმაცია ამ შტატზე და არ იცოდნენ, იყო თუ არა ვინმე დასაქმებული ამ პოზიციაზე.

დღის ამბები