რუსეთი მასშტაბური კიბერთავდასხმისთვის ემზადება - ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, ჰაკერული ჯგუფი სახელწოდებით "ნობელიუმი", რომელიც სავარაუდოდ "სოლარ ვინდსისა" და ამერიკული სააგენტო "იუესეიდის" წინააღმდეგ კიბერთავდასხმების უკან დგას, ახალ ფართომასშტაბიან ოპერაციას აიტი-სექტორის პროვაიდერების გლობალურ ქსელებზე ატარებს.
მაიკროსოფტში აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან ასოცირებულ ჰაკერთა ჯგუფს, ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში 23 000-მდე კიბერშეტევა აქვს განხორციელებული.