28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მართვაში ექიმი კომაროვსკი ჩაერთო - ექსპრეზიდენტს ჰოლანდიელი და უკრაინელი მედიკოსებიც მოინახულებენ

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მედიკოსები უკრაინიდან და ჰოლანდიიდან ჩამოდიან - ამის შესახებ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

როგორც უფლებადმცველი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე ყოველდღიურად მატულობს.

"ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არის, თუმცა სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განსაკუთრებით რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს.

გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიიდან ექიმი, ასევე ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, ეს არის უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმი არის და მას ქართული მხარეც ბევრი იცნობს.

შესაბამისად, მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდგომ უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის. მიხეილ სააკაშვილი ეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ იმ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, სადაც მოხდება მისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება," - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.

დღის ამბები