28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
დენიელ ფრიდი: არჩევნებმა აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" დიდი მხარდაჭერა აქვს და ოპოზიცია ძლიერად არის წარმოდგენილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" კვლავ დიდი მხარდაჭერა აქვს.

ფრიდის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების პირველმა ტურმა გამოავლინა ისიც, რომ ოპოზიცია ბევრ ქალაქში ძლიერად არის წარმოდგენილი.

"მე ეუთო/ოდირის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, ოღონდ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის, რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ," - განაცხადა დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

დღის ამბები