28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
უკრაინაში კრიმინალური დაჯგუფების 50 წარმომადგენელი დააკავეს, რომელთაც "სოხუმი-ქუთაისის კლანის" წევრი ე.წ. კანონიერი ქურდები მართავდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა გასულ შაბათ-კვირას ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში კრიმინალური დაჯგუფება გაანეიტრალეს, რომელსაც "ქურდული სამყაროს" სოხუმი-ქუთაისის კლანის წარმომადგენელი ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ. საერთო ჯამში დაკავებულია 50 ადამიანი.

დაჯგუფების წევრები უკრაინის რამდენიმე რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე საკუთარი გავლენის გავრცელებას ცდილობდნენ.

ჩხრეკის დროს ამოღებულია ე.წ. ატმეჩკები, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ბარათები და "ვალების" სია. 

დაკავებულებს გამოძალვას, თაღლითობას და ე.წ. ქურდული სამყაროს ზეწოლის გავრცელებას ედავებიან.  

ამასთან, ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია აფხაზური დანაშაულებრივი კლანის ლიდერ მერაბ ჯანგველაძესა და რუსული კრიმინალური სამყაროს ლიდერ ზახარ კალაშოვს, იგივე შაქრო მალადოის შორის შექმნილი დაძაბულობის შესახებ, ეს ორი ცნობილი კრიმინალი ერთმანეთს ე.წ. ქურდულ სამყაროში უფროსის ტიტულის გამო დაუპირისპირდა.

დღის ამბები