28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პატიმარ სააკაშვილს კარგად უპატრონებენ და განმარტა, რომ ციხის საავადმყოფოში ყველანაირი პირობაა შექმნილი. 

"ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ და ვაჩვენეთ ყველას თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში და იქ არის აბსოლუტურად ყველა პირობა. რაც არ იყო, ისიც დაამატეს, მათ შორის, ყველა საჭირო აპარატურაა ადგილზე მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ ჩვენ ექიმების ჩართულობას. გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები