28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩააბარონ მათემატიკა-ისტორიის გარდა შესაბამისი რელევანტური საგანი - რა ცვლილებებია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი "დღის კურიერის" ეთერში იმ სიახლეზე საუბრობს, რომლებიც აბიტურიენტებმა 2022 წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას უნდა გაითვალისწინონ.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მესამე საგნის არჩევის გაფართოებული შესაძლებლობა ექნებათ.

"ეს ეხებათ აბიტურიენტებს, სტუდენტებს ნაკლებად, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 წლის იგივე ფორმატში ჩატარდება. იმედია, რომ პერიოდიც იქნება იგივენაირად დაახლოებით დაცული.

რაც შეეხება საგნების ჩამონათვალს, მესამე სავალდებულო არჩევითი საგნის გაფართოება მოხდა, გაფართოებაში ვგულისხმობთ აბიტურიენტებს შესაძლებლობა გაუფართოვდეთ, რომ ჩააბარონ მათემატიკა-ისტორიის გარდა შესაბამისი რელევანტური საგანი.

მაგალითისთვის, იგივე საბუნებისმეტყველო დარგებისთვის, გარდა მათემატიკა და ისტორიისა, ფიზიკოსებს შეუძლიათ ჩააბარონ ფიზიკა, ქიმიკოსებს ქიმია, გეოგრაფებს გეოგრაფია და ა.შ.

იგივე სახელოვნებო, ჰუმანიტარული მიმართულებით გაფართოვდა ჩამონათვალი და ძალიან ბევრგან გაჩნდა ქართული  ლიტერატურა ისე, რომ გამდიდრდა არჩევანიც და ეს არის არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის როგორც მომავალი სტუდენტებისთვის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციებით შევიდნენ უმაღლესი განათლების საფეხურზე და დაძლიონ ის პროგრამები, რომლებიც მათ დახვდებათ კონკრეტული სპეციალიზაციის საგნებში, არამედ ეს არის კონკრეტული მესიჯი ასევე სკოლებისთვის, ზოგად საგანმანათლებლო სივრცისთვის, რომ რა არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები, ყველა საგნის მიმართ იყოს ერთიანი ინტერესი მოსწავლეების მხრიდან," - აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.

დღის ამბები