28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
"რატომ გიკვირთ ნაცრეჟიმის სექტანტების აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს?!" - ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი "ფეისბუქზე" მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი მხარდამჭერების შესახებ წერს. 

"რატომ გიკვირთ ნაც. რეჟიმის სექტანტების აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს?!

ამ ხალხს ხომ გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი:

სანდრო გირგვლიანი მოკლეს 2006 წლის 28 იანვარს - ამავე წლის 23 თებერვალს კი დააინიცირეს პროექტი და 17 დღეში - უსწრაფესად - აქციეს კანონად, მკვლელებისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად!!!

სწორედ მიშა-ბელადის დავალებით დაინიცირდა გვარამია-ბოკერია-ბეჟაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობიდან ზუსტად 1 თვეში ეს კანონპროექტი!

შედეგად, მკვლელებმა პრივილეგიად მიიღეს:

1. ერთ საკანში მოთავსება, რაც მანამდე აკრძალული იყო!

2. 12-წლიანი სასჯელი კი შეუმსუბუქდათ 8 წლამდე!

სწორედ ამიტომ არის #ნაცობასირცხვილი და #მიშისტობა #კიდევუფრომეტისირცხვილი!" - წერს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები