28 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
რამდენი კაციც ჰყავდა ენმ-ს თავის აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" აქციის მიზანი, საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენებაა.

"ეს არის "მესიჯბოქსი", რომელიც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა დაალაგეს - არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია.

რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ. თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება, სურს თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში," - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

დღის ამბები