28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.

ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს აღნიშნულ დროს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

"ზეგ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, თუ როგორია ჩვენი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები