28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა - რა მიზეზით ხსნის გადაწყვეტილებას კარდიოლოგი 

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი ექიმმა ზურაბ ფაღავამ დატოვა. კარდიოლოგმა მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა.

როგორც ფაღავა "კურიერთან" აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"კოვიდი მქონდა ამ თვის დასაწყისში და მეგონა, რომ გამოვედი მდგომარეობიდან, თურმე არა; რაღაც დამატებითი დატვირთვა მაინცდამაინც კომფორტული არ არის და შევიკავე თავი მონაწილეობისგან, შევაჩერე, უფრო სწორად. რას ნიშნავს ეს შეჩერება, ალბათ, ნიშნავს, რომ გამოვედი. თუმცა, შეხვედრა არ მქონია მინისტრთან, ვინც დამნიშნა ამ კონსილიუმში. რა ზეწოლა, ჩემზე ვერანაირ ზეწოლას ვერ მოახდენს ვერავინ, ჩემს საექიმო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ ვერ მოახდენს, არც მოუხდენია, არც იყო მცდელობა. არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ მგონია, სწორი იყოს,"-აცხადებს ზურაბ ფაღავა.

დღის ამბები