მოსკოვი გმობს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, ვიზის მიღების მსურველი რუსეთის მოქალაქეები "უსახლკაროთა" სიაში დაამატოს. რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივნის განცხადებით, "ამერიკელი დიპლომატები რუსეთში წლების განმავლობაში ანადგურებდნენ საკონსულო სამსახურს და ტექნიკური პროცედურა ჯოჯოხეთად აქციეს."
“უსახლკარო მოქალაქეთა" სტატუსი იმ ქვეყნის მოქალაქეებს ენიჭებათ, სადაც შტატებს საკონსულო წარმომადგენლობა არ ჰყავს, ან სადაც საკონსულოს ვიზების გაცემა პოლიტიკური ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო არ შეუძლია.
მოსკოვის მიერ შტატების საელჩოს თანამშრომლების რუსეთში დაქირავების აკრძალვის გამო, ამერიკის ვიზის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებმა ვარშავაში მდებარე ამერიკის საელჩოს უნდა მიმართონ. მოსკოვში მდებარე საელჩო კი მხოლოდ დიპლომატიურ და ოფიციალურ ვიზებს გასცემს.