28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
გართულებული ეპიდვითარება - ქვეყანაში პანდემიის მეხუთე ტალღაა, თუმცა ვაქცინაციის ტემპი ინფიცირების მასშტაბებს ვერ პასუხობს 

ქვეყანაში პანდემიის მეხუთე ტალღაა, თუმცა ვაქცინაციის ტემპი ინფიცირების მასშტაბებს ვერ პასუხობს. რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელსაც ერთდროულად 350 პაციენტის მიღება შეუძლია, დღეს დატვირთულია, თავისუფალი რამდენიმე ადგილია დარჩენილი.

დღის განმავლობაში კოვიდ ცენტრში, დაახლოებით, 80 ინფიცირებული მიდის. იმისთვის, რომ საავადმყოფოს რესურსი არ ამოეწუროს, პაციენტებს დაავადების სიმძიმის მიხედვით ანაწილებენ. ვისი მდგომარეობაც მსუბუქია, კოვიდ სასტუმროში გადაჰყავთ.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 51 ათასს გადააჭარბა. კლინიკებში 61 ათასზე მეტი პაციენტია მოთავსებული. ამასთან მაჩვენებლები, რომელიც ვირუსის გავრცელების მასშტაბებს განსაზღვრავს, ყოველდღიურად იმატებს. თუკი დღიურად მაღალი ნიშნული ისევ შენარჩუნდება, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ლიმიტი მალე ამოიწურება. 

არსებული ეპიდემიოლოგიური მდომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტები ორ გამოსავალზე საუბრობენ. მოკლე დროში მეტი ადამიანი უნდა აიცრას და რეგულაციები მაქსიმალურად შესრულდეს.

მიუხედავად მძიმე შედეგებისა, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი რეგულაციების დაწესებას მართებულად არ მიიჩნევს.

ბოლო 24 საათში 4,209 ადმიანი აიცრა. იმუნიზაციის ტემპის გასააქტიურებლად ქვეყანაში ე. წ ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს.

დღის ამბები