28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
არჩევნებამდე დარჩენილი 6 დღე და აქტიური წინასაარჩევნო კამპანია - "ოცნების" ლიდერები თიანეთსა და კახეთში იმყოფებოდნენ

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ახლოვდება - ზუსტად 6 დღე დარჩა, ვიდრე 20 თვითმმართველ ერთეულში და 24 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების ბედი გადაწყდება. სუბიექტები აქტიური კამპანიის რეჟიმი არიან. დღეს პრემიერ-მინისტრი "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად თიანეთში და თელავში იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატები კონკურენტებს დაამარცხებენ. მთავრობის მეთაურის განცხადებით შემდეგი წლები რეგიონების მეტად განვითარებას დაეთმობა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთიდან წინა და ახლანდელი ხელისუფლების განსხვავებებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია გამარჯვებაში და ამბობს, რომ ამომრჩევლის პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღების დროს, პროგრესი და მშვიდობა უნდა იყოს. 

კახეთში პრემიერთან ერთად ჩავიდა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის კანდიდატები გაიმარჯვებენ. 

თელავამდე, პრემიერი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ერთად თიანეთში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა რომ იმ მუნიციპალიტეტში სადაც სახელისუფლებო კანდიდატს მერის თანამდებობა არ უჭირავს, განვითარების მიმართულებით ბარიერები ჩნდება. მისივე თქმით ამის ნათელი მაგალითი სწორედ თიანეთია

დღის ამბები