28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"კირკიტაძემ მოიყვანა თავის ზონდერები და ამ პროცესში გამოვიდა მდგომარეობიდან" - ერთ-ერთი აქტივისტი რუსთავში მომხდარ ინციდენტზე 

ფიზიკური დაპისპირება რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბის წინ - ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, ამტკიცებს, რომ დავით კირკიტაძემ ხელი დაარტყა. 

ვასილ ბალახაძე ამბობს, რომ მას პირადად დავით კირკიტაძემ ჩაარტყა წვივის არეში, შემდეგ კი სახის არეში. ის "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაკავებას ითხოვს.

"რომ მივედით, ბატონმა დავითმა ოთხი კაცი რომ დაგვინახა და სიმართლის მთქმელები ვიყავით, ჩაიკეტა ოფისში, გვემალებოდა, არ უნდოდა გამოსვლა. რომ მიხვდა არ დავნებდებოდი და არ წავიდოდი, გამოვიდა ბატონი დავითი, რომ შეაგროვა თავის ზონდერები, მიჩვეულები, როგორც არიან, დაურეკა და გამოიყვანა ზონდერები და მაგის სახელებსაც და ფაქტებსაც დაგიდებთ. მოიყვანა თავის ზონდერები და ამ პროცესში გამოვიდა მდგომარეობიდან და ჯერ დამარტყა წვივში ფეხი და რომ ვუთხარი ვის დაარტყი-თქო, იმის ზონდერები გადმოვიდნენ ჩემი მეგობრების ცემაზე. არის ამ ყველაფრის ფაქტები და ახლა ესენი მოითხოვენ ჩემს დაკავებას?“ - ამბობს ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი. 

დღის ამბები