ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ბიზნესობიექტები. ქალაქ ტორევიეხაში დაიხურა დაწყებითი სკოლები.
წყალდიდობამ ესპანეთის აღმოსავლეთ რეგიონი ალიკანტე დააზარალა. სტიქია ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.