28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
აშშ-სა და კანადის საზღვარზე ქიმიური ნივთიერებით დატვირთულ გემს ცეცხლი გაუჩნდა - გემის ირგვლივ სივრცე საგანგებო ზონად გამოცხადდა

ეკიპაჟის 16 წევრის ევაკუაცია განხორციელდა ხანძრის გამო სატვირთო გემიდან კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე. ცეცხლი იმ კონტეინერებს გაუჩნდა, სადაც სახიფათო ქიმიური ნივთიერება იყო მოთავსებული. შედეგად, ჰაერში ტოქსიკური აირი გამოიყო.

ეკიპაჟის 5 წევრი ბორტზე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებშია ჩართული. გემის ირგვლივ სივრცე საგანგებო ზონად გამოცხადდა. კანადის სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, ნაპირზე მყოფი ადამიანებისთვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა სიტუაციის მონიტორინგი გრძელდება.

დღის ამბები