28 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ყოველ წუთს - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, კონსილიუმი, რომელიც მოშიმშილე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიკრიბა, თანხმდება იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობა შესაძლოა ყოველ წუთს გაუარესდეს, ამიტომ მათი რეკომენდაციაა, ის გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოში.

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავს, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან ეს მკვლელობის ტოლფასი იქნება.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, წინა შეხვედრებზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რომელ მრავალპროფილურ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ ექსპრეზიდენტი და მისთვის უცნობია, რატომ დარჩა მხოლოდ ერთი შეთავაზება - გლდანის ციხის საავადმყოფო.

"მე პირადად მაქვს პოზიცია, რომ ციხის  საავადმყოფოში მისი გადაყვანა არის მკვლელობა. თვითონაც ეს პოზიცია აქვს. ყველა ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით იმაზე, რომ მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ყოველ წუთს. კონსილიუმის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოში. გუშინდელი პრობლემები გამოვასწორეთ, მაგრამ ახლა შეიძლება ახალი პრობლემები წარმოიქმნას,"- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც 1 ოქტომბერს დააკავეს, უკვე 23 დღეა შიმშილობს.

დღის ამბები