28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
თბილისობა წელს მხოლოდ ერთი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა - საპატიო თბილისელის სტატუსი დღეს 13 ადამიანს მიენიჭა

თბილისობა წელს მხოლოდ ერთი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ქალაქის საკრებულოს შენობაში თბილისის მერმა საპატიო მოქალაქის წოდება 13 თბილისელს მიანიჭა.

საპატიო ჯილდოს გაცემის მთავარი კრიტერიუმები ყოველწლიურად უცვლელია - მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა და თავდაუზოგავი მუშაობა პროფესიაში.

საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების გარდა სხვა ყველა ღონისძიება გაუქმდა. მათთვის გამოყოფილი თანხები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაზარალებულებს მოხმარდება.

დღის ამბები