28 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის და შიმშილობის 23-ე დღეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის და შიმშილობის 23-ე დღეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ყოფილ პრეზიდენტს მედიკამენტები დაენიშნა. ამის მიუხედავად ითქვა, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

ციხის ეზოში მორიგეობს რეანომობილი. საჭიროების შემთხვევაში ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანს. ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს აცხადებს.

ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის პროტესტი გრძელდება ციხის გარეთ, თუმცა მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ სააკაშვილს ჭამას არავინ უშლის.

ამასთან დღეს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ სააკაშვილმა სამართლებრივად პასუხი სრულად უნდა აგოს.

დღის ამბები