28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
რამდენად ეფექტური იქნება ოპოზიციონერი მერების საქმიანობა და მოსალოდნელია თუ არა დესტრუქცია - პრემიერის განცხადებას ოპონენტები პასუხობენ

რა შედეგი დადგება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურს მერობის ოპოზიონერი კანდიდატები მოიგებენ - პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში იქნება დესტრუქცია, რადგან მათ არ ექნებათ მართვის ცენტრალური ბერკეტები და რესურსს არა საქმის კეთებას, არამედ პირიქით, პოლიტიკური კრიზისის შექმნას მოახმარენ. ამ არგუმენტით "ქართული ოცნება" საკითხს ასე სვამს - ოპოზიციის მხარდაჭერა ალოგიკურია.

ამ მოლოდინის მიუხედავად, "ქართული ოცნება" საზოგადოებას ოპოზიციის გამარჯვების თეორიულ შანსებსა და შედეგებზე მაინც ესაუბრება. მმართველი პარტია მხარდამჭერებს აფრთხილებს, რომ ასეთ შემთხევაში მუნიციპალურ ქალაქებში არეულობის მოწყობის მცდელობები იქნება. ამ განცხადებების საფუძვლად კი ”ქართულ ოცნებას” კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. ირაკლი კობახიძემ დღეს გიგი უგულავას მერობის პერიოდიც გაიხსენა.

რაც შეეხება ოპოზიციას, აქ ერთადერთ ლოგიკას ხედავენ, რომ მმართველ პარტიას არჩევნების წაგების შიში გაუჩნდა.  მათთვის "ქართული ოცნების" არგუმენტები ალოგიკურია. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის ეს პოზიციები მეორე ტურისთვის წინასაარჩევნო სტრატეგიაა, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს, ამომრჩევლის დაბნევას ემსახურება.

30 ოქტომბერს, 20 მუნიციპალიტეტში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირებდა.

 

დღის ამბები