28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
კოსოვოს პრეზიდენტმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა

კოსოვოს პრეზიდენტმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა, საგარეო საქმეთა მინისტრს კი მოუწოდა, რომ სერბეთში, რუსეთის საელჩოს პრიშტინას ფილიალის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. მიზეზად რუსი დიპლომატების მავნე ქმედებები სახელდება, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხეს უქმნიან.

კოსოვოს პრეზიდენტის განცხადებით ისინი გააგრძელებენ ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა რეგიონის დესტაბილიზაციის მიმართულებით რუსეთის მცდელობების პრევენცია მოახდინონ.

დღის ამბები