28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ერდოღანი აშშ-ის, გერმანიისა და დასავლეთის 8 სხვა ქვეყნის ელჩის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს, გერმანიისა და დასავლეთის რვა სხვა ქვეყნის ელჩს ქვეყნიდან განდევნით დაემუქრა, მას შემდეგ რაც მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტის მხარდასაჭერად.

პარიზში დაბადებული 64 წლის აქტივისტი და ქველმოქმედი ოსმან კავალა 2017 წლიდან პატიმრობაშია თურქეთში, თუმცა განაჩენი გამოტანილი არ აქვს.

ორშაბათს, 10 ელჩის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ კავალას დაკავება "ჩრდილს აყენებს" თურქეთს, დიდი რეზონანსი მოჰყვა.

"მე საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი მითითება, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ 10 ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამით ისინი გაიცნობენ, გაიგებენ და შეიცნობენ თურქეთს. ვისაც თურქეთის არ ესმის და ვერ უგებს, ერთ დღესაც დატოვებენ აქაურობას," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარიც თურქულმა მედიამ გაავრცელა.

დღის ამბები