ეროსი კიწმარიშვილის სახელობის ტურნირმა ჩოგბურთში მეორე დღეა რუსთავში სტარტი აიღო. მასში მონაწილეობას იღებს 50–მდე მოყვარული და ვეტერანი ჩოგბურთელი.
გამარჯვებულები, როგორც წყვილებში, ასევე ქალთა და მამაკაცთა შორის ხვალ გამოვლინდებიან. ტურნირის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჩოგბურთის პოპულარიზაციაა.