28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ცენტრალური ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას.

კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისელები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში სწორ არჩევანს გააკეთებენ.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას. მე, როგორც ქალაქის მერი, შემიძლია გითხრათ, რომ არა ცენტრალური ხელისუფლებისა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დახმარება, შეუძლებელი იქნებოდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქში გავაკეთეთ. 

ჩვენ რა არჩევანი გვაქვს დღეს, ერთ მხარეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს უბნების, რაიონების, ქუჩების მიხედვით, მეორე მხარეს საერთოდ არაფერი," - განაცხადა კახა კალაძემ. 

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში "ნაციონალურ მოძრაობას" რაიმე სახის წარმატება ექნება, მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში აღნიშნული პოლიტიკური ძალა მხოლოდ დესტრუქციით იქნება დაკავებული. თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციონერ მერს ოზურგეთში განვითარების პროცესზე შემაფერხებელი გავლენა ჰქონდა.

ამასთან, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში სრულად გაიმარჯვებს.

დღის ამბები